დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები, ხოლო წარჩინებულებს ცეცხლსასროლი იარაღი. ნომინაციებში გამარჯვებულებმა კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორისგან საპატიო სიგელები მიიღეს.
წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.