„საზაფხულო ბანაკი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც ბათუმიდან სკოლის მოსწავლეების პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ისინი ბანაკში სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. პროექტს ბათუმის სპორტული ცენტრი აფინანსებს.
ბაკურიანის სპორტულ ბანაკში მონაწილეობს ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები 13-დან 18-წლამდე, ჯამში 50 ახალგაზრდა, რომლებიც ბანაკში 6 დღე დარჩებიან. შემდგომ ეტაპზე ბანაკში მონაწილეობისთვის უნდა მიმართოთ სპორტულ ცენტრს.