შოვში დაღუპულებიდან 26 იდენტიფიცირებულია

19 აგვისტო 2023, 20:06 603 ნახვა

შოვში სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. სტიქიის ზონაში კიდევ ექვს ადამიანს ეძებენ. სამუშაოებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები არიან ჩართულები.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ მოთხოვნაზე, რომელიც  სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემას შეეხებოდა უარი თქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი