კონცერტი გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად

19 აგვისტო 2023, 11:12 568 ნახვა

ბათუმელი რეჟისორის გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად, ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. სცენაზე ცნობილი შემსრულებლები გამოვიდნენ. საზოგადოებას მხარდაჭერისკენ სცენიდან რეჟისორის მეგობრებმაც მოუწოდეს.

კონცერტი პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემოდა.

გაყიდული ბილეთებისა და ტელემარათონიდან შემოსული თანხებით, სამკურნალოდ საჭირო თანხის დიდი ნაწილი უკვე შეგროვდა. დარჩენილი თანხების მობილიზება კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი გოგიბერიძე  2 წელია სიმსივნეს ებრძვის. მკურნალობის მორიგი ეტაპისთვის, რომელიც სექტემბერში უნდა დაიწყოს ჯამში  85,000  დოლარია საჭირო. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში