"დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" უმასპინძლებს

19 აგვისტო 2023, 11:56 589 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი შინ "სამტრედიას" დაუპირისპირდება.
მატჩი დღეს "ბათუმი არენაზე"  21:00 საათზე დაიწყება.

20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 45 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "სამტრედიას" 21 მატჩის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

ცნობილია გორის "დილასთან" 21-ე ტურის გადადებული შეხვედრის თარიღიც. ეს დაპირისპირება 20 სექტემბერს გორში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში