საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იაპონიაში ჩავიდა

18 აგვისტო 2023, 17:04 663 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო  ნაკრები იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაფრინდა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკვე მასპინძელ ქვეყანაში მოემზადება.

ქართველები სტამბოლის გავლით ჯერ ტოკიოში ჩავიდენ,  სადაც იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დახვდა, შემდეგ კი კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრნენ.

ნაკრები დღეს დაისვენებს, ხოლო სავარჯიშო პროცესი 19 აგვისტოდან დაიწყება.

22 აგვისტოს კი ბოლო საკონტროლო შეხვედრას ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია არიან.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად  სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე ჰყავს.

ისტორიულ პლანეტის პირველობაზე  საქართველო პირველ ტურში 26 აგვისტოს თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით გამოვა: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში