კვარაცხელია ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს

18 აგვისტო 2023, 15:40 712 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალი სეზონის გახსნით მატჩს გამოტოვებს. ინფორმაცია "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, სერიოზული არაფერია, უბრალოდ, კვარაცხელია დისკომფორტს განიცდის, ასე რომ რისკზე არ წავიდნენ.

"სიფრთხილე გამოვიჩინეთ. გუშინ ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ რაღაცას გრძნობს, ასე რომ ვთქვათ, დისკომფორტს, როგორც თვითონ ამბობს. ამიტომ, პირველ მატჩს გამოტოვებს. არ გავრისკავთ და ორშაბათიდან ან სამშაბათიდან დაგვიბრუნდება", - განაცხადა გარსიამ.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" ხვალ 20:30 საათზე ახალი სეზონის პირველ მატჩში გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" გასვლაზე დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში