დაბა სტეფანწმინდაში და გერგეთში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა ხევმა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დატბორილია რამდენიმე სახლი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მეწყერს ადგილი არ ჰქონია და შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები შესრულდა.
სათანადო ღონისძიებები მობილიზებული ტექნიკის საშუალებით გატარდა, გერგეტში მდებარე კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.