შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-16 დღეა გრძელდება

18 აგვისტო 2023, 10:00 442 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-16 დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ეტაპზე მონიტორინგი სულ 18 სექტორზე მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 27 ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში