კვარაცხელია ბურთით, უბრალოდ გენიოსია - რუდი გარსია

17 აგვისტო 2023, 15:19 749 ნახვა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, კვარაცხელიას უფრო დიდი პოტენციალი აქვს.

"მას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაუმჯობესება. ბურთთან ერთად უბრალოდ გენიოსია. როდესაც დრიბლინგზე მიდის, ეს სასიამოვნო სანახავია", - განაცხადა გარსიამ.

"ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში