უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

17 აგვისტო 2023, 15:04 713 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის სამი წარმომადგენლის შერჩევისთვის რეგლამენტში საჭირო პროცედურების გაწერას იწყებს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

მაუწყებლის შესახებ შესული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. სამეურვეო საბჭოში კი აჭარას  სამი წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც უმაღლესი საბჭო შეარჩევს. ბიუროს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

„მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს ახლად გაუქმებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს გიგო ჩხარტიშვილს  და ერთ-ერთ წევრს გია ქარცივაძეს. ისინი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის არაკონსტიტუციურად  ცნობას ითხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში