საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით დღეს მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკას შეიყვანენ.
დღესვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სოფელ გლოლაში ჩავლენ და მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას წარუდგენენ. მოგვიანებით კი გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შოვში ასევე შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების პირები.მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.