აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე.
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატო-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.
შეგახსენებთ რომ ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.