ღია ფესტივალი ქვიშის ფეხბურთში ბათუმის ვაჟთა და გოგონათა გუნდების გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატში თბილისის ორი, ბათუმის სამი და სპეციალური მოწვევით ლატვიის წარმომადგენელი გუნდი მონაწილეობდა.
ფესტივალი ქ.ბათუმის მერიის მხარდაჭერით და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, სპორტული ცენტრის ბაზაზე, ქვიშის მოედანზე ჩატარდა.
ჩემპიონატის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.