რუსულმა არმიამ დუნაიზე არსებული პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები

16 აგვისტო 2023, 10:40 575 ნახვა

დღეს ღამე ოდესის ოლქზე მიტანილი დრონების შეტევის შედეგად, დუნაიზე არსებული ერთ-ერთი პორტის სასაწყობე სათავსოები და მარცვლეულის საცავები დაზიანდა. ინფორმაციას „ტელეგრამზე” ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„16 აგვისტოს ოდესის ოლქი ოკუპანტების მიერ ორჯერ დაიბომბა. შეტევები დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხერხდა“, - აცხადებს კიპერი.

მისივე თქმით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი