ჩეხეთმა გაყინა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები, – ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა განაცხადა. „ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტია – განაცხადა მატულამ.
ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან და დაარწმუნა უკრაინა პრაღის მხარდაჭერაში კიევის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში.