ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი "ალ-ჰილალის“ ფეხბურთელია. ფეხბურთელის წარდგენის ოფიციალური ვიდეორგოლი კლუბმა სოციალურ ქსელში განათავსა.
გავრცელებული ინფორმაციით ნეიმარმა საუდის არაბეთის კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"ალ-ჰილალი“ ბრაზილიელ ფეხბურთელს ამ დროის განმავლობაში 160 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაუხდის.
არაოფიციალური ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრო მიიღებს. "ალ-ჰილალმა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნეიმარის გარდა, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მალკომი დაიმატა.