ერთობლივი საწვრთნელი შეკრება კონტაქტურ კარატეში

15 აგვისტო 2023, 19:59 1137 ნახვა

ბათუმში დასრულდა ხუთდღიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება სომხეთის ეროვნულ ნაკრებსა და აჭარის ნაკრების სპორტსმენებს შორის კონტაქტურ კარატეში. ორივე ქვეყნის სპორტსმენები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ტოკიოში გაიმართება და ბათუმური შეკრება მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. შეკრების ბოლო დღე უმცროსი ასაკი სპორტსმენებს შორის სპარინგ-მატჩებს დაეთმო. სექტემბერში აჭარის ნაკრები რვაკაციანი შემადგენლობით ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც იქაურ გუნდთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლის. შეგახსენებთ, რომ 14-15 ოქტომბერს იაპონიის დედაქალაქი მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.  საქართველოს ღირსებას კი მხოლოდ ორი ბათუმელი სპორტმენი - დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი