რუსებმა ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

15 აგვისტო 2023, 13:44 507 ნახვა

ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს.

დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში