საქართველოსა და ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

15 აგვისტო 2023, 13:31 1154 ნახვა

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის ბილეთები რეალიზება ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

საქართველო 8 სექტემბერს თბილისში "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

ამ დროისთვის საქართველო ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში