ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა

15 აგვისტო 2023, 10:30 479 ნახვა

ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 99-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

ათობით ნაპოვნი ცხედრიდან მხოლოდ ორის ამოცნობა მოხერხდა. ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი. განადგურებული და დაზიანებულია ათასობით შენობა. 

ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო, ფაქტს ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს.

ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში