სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნია ავტომობილი, ჩვენი ინფორმაციით მასში იმყოფებოდა სამი ადამიანი, მიმდინარეობს მათი ძიება - თემურ მღებრიშვილი

14 აგვისტო 2023, 12:35 660 ნახვა

ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნია "ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც  სამი ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციაზე მიდის სამუშაოები.

"დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი