ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის გრანდ სლემს "Youth Contender Batumi 2023“ უმასპინძლებს. ტურნირი 18-24 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიო მაშტაბით 11-19 წლამდე საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელები მიიღებენ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი გრანდ სლემზე 19 კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. საქართველო ამ კატეგორიის ტურნირის უკვე მეორედ მასპინძლობს.