შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-12 დღეა გრძელდება

14 აგვისტო 2023, 10:00 562 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-12 დღეა გრძელდება. დაკარგულების ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა 18 ლოკაციაზე მუშაობს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე დღეა, სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.

სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში დამატებით დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 21 პირი იდენტიფიცირებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი