25 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე 9-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კორტებს დაუბრუნდა და ჩემპიონობა მოიპოვა.
მარიამმა დიდ ბრიტანეთში მეწყვილე იურიკო ლილი მიაზაკისთან ერთად ITF-ის 25-ათასიანი ტურნირის ფინალში ავსტრალიელები ტალია გიბსონი და პეტრა ჰულე ორ სეტში ანგარიშით 7:5, 6:3 დაამარცხეს.
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის ეგიდით მე-18 ტიტული მოიგო, აქედან მე-12 წყვილთა თანრიგში.