დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური დაკვრა. ესაა რისკები რაც მაღალ ტემპერატურას და ტენიანობას ახლავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გარემოს, ეკოლოგიას და ადამიანს სითბური ზემოქმედების ტალღები ერთნარიდ აყენებს ზიანს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძვანელი ამბობს, რომ განსაკუთრებით დამაზიანებელია მზის პირდაპირი სხივები.რუსუდან შავიშვილი ყურაღდებას ამახვილებს იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც ფიზიკური აქტივობა უწევთ.ჯანმრთელობის დაზიანების რისკი მაღალია ხანდაზმულებში, ბავშვებში ნულიდან 2 წლამდე. ასევე ქრონიკულად მოავადე პირები უნდა იცავდნენ თავს სითბური დაკვრისგან.ზაფხულის ცხელ დღეებში ერთ-ერთი მთვარაი რეკომენდაციაა წყლის ბალანსის დაცვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა შედარებით აგრილდეს 20 აგვისტოს შემდეგ მანამდე კი სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში +40 გრადუსამდე სიცხეს პროგნოზირებენ, რაც შეეხება დასავლეთს და სანაპირო კურორტებს აქ ტემპერატურა +30-32 გრადუსამდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც და კვლავ ტემპერატურის მატება,ასევე იზრდება ტყის ხანძრების ალბათობის რისკიც.