შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-9 დღეა გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა 10 ლოკაციაზე მუშაობს. მათი მიზანია მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა.
მთავარი საძიებო პერიმეტრია კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზაა.
სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში დამატებით დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან მხოლოდ 17-ია იდენტიფიცირებული.