შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

11 აგვისტო 2023, 10:02 685 ნახვა

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 

ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან ბრძოლაში ავტომატებით ჩაებნენ, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. გმირული ბრძოლის გამო რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ ითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი