სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია - სერგი ხიდაშელი

10 აგვისტო 2023, 12:23 612 ნახვა

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდაშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია.

„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია“, - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი