აქცია აღმაშენებლის ქუჩაზე

10 აგვისტო 2023, 11:46 1057 ნახვა

აქცია გამართეს აღმაშენებლის ქუჩის პირველ ნომერში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალსართულიანი კორპუსი არ არის ჩაბარებული, არ აქვთ  ელექტრო გამრიცხველიანება, შენობა ავარიულია  და  უხარისხო ფასადის გამო წყალი საცხოვრებელ ბინებში ჩადის.  ყვებიან,  რომ ელექტროსადენები კუსტარულია და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო ლიფტი ხშირად  ჩერდება და ზიანდება საოჯახო ტექნიკა. მოსახლეობამ უკვე მიმართა მერიას, ასევე  კომპანიას ,რომელმაც აღნიშნული კორპუსი ააშენა, თუმცა უშედეგოდ. შპს “ტეკა ტუზჯუოღლუ  კესკინ  ინსაატის”  ადვოკატი, რომელთანაც აქვს პრეტენზიები მოსახლეობას, განმარტავს რომ სამშენევლო ნებართვა კომპანია  „ედელვაისზეა“ გაცემული. მალხაზ აბულაძის  ინფორმაციით, შპს “ტეკამ” “ედელვაისთან “ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ააშენა კორპუსის მხოლოდ ნაწილი, კომპანიამ აღებული ვალდებულებები შეასრულა და იქ არსებულ პრობლემებზე, ასევე პროექტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის კომპანია,   რომელაც შენობა გადაიბარა. რაც შეეხება, ელექტრომამარაგებას, იურისტი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებულია შპს ედელვაისზე და ენერგოპრო ჯორჯიაზე. ენერგოკომპანიაშიმ კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები არ არიან კომპანიის აბონენტები, ამჟამად ისინი, თავის დროზე მშენებლობისათვის  გაცემული ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ ელექტრო ენერგიას მოიხმარენ, რაც ბუნებრივია საკმარისია მშენებლობისათვის და არა მაცხოვრებლებისათვის. ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, მშენებელმა კომპანიამ უნდა მიმართოს ქსელზე მიერთების შესახებ  განაცხადით და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში