უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღის განმავლობაში 30 საბრძლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო და 50 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 59 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.
"რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- აცხადებენ გენშტაბში.
ბოლო მონაცემებით, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. 10 აგვისტოს დილის მდგომარეობით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული და 9 დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ასევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.