საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

09 აგვისტო 2023, 19:45 791 ნახვა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ისლანდია დიდი ანგარიშით 96:71 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 22 ქულა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჩააგდო, 20 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა ავთანდილ ბახტაძეს, 17 ქულა კი გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზე დაგროვდა.

შეგახსენებთ,რომ ჩვენმა ნაკრებმა B დივიზიონის A ჯგუფში ოთხიდან სამი თამაშის მოგება შეძლო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს გამართავს, ჩვენი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით, B ჯგუფის შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი