26 მაისის ქუჩაზე ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდა

09 აგვისტო 2023, 12:20 653 ნახვა

გვიან ღამით, ბათუმში 26 მაისის ქუჩის 30 ნომერში ელექტრო სატრანსფორმატორო ყუთთან ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 30 აბონენტს რამდენიმე საათის განმავლობაში შუქი არ მიეწოდებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ქუჩაზე სადენების დაზიანების პრობლემა ხშირია. კომპანია "ენერგო-პრო-ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიაზე მიწის ქვეშა სადენი დაზიანდა, რომლის აღდგენის სირთულის გამო აბონენტებს ელექტროენერგია ალტერნატიული საჰაერო სადენით მიაწოდეს. სწორედ აღნიშნულ დროებით სანდენს გაუჩნდა ცეცხლი, რაც კომპანიის განმარტებით, მაღალი დატვირთვის გამო მოხდა. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ენერგომომარაგება გუშინვე აღდგა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში