კვალიფიციური კადრების სიმცირე,რეგიონებიდან და ქვეყნიდან მათი გადინება, პროფესიული განათლება და სასწავლო პროგრამებში ბიზნესის ჩართულობა- საკითხები ადგილობრივი ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილეს.საგანმანათლებლო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა და მეტი კომუნიკაცია ორგანიზატორების ხედვით დამსაქმებლებს წაახალისებს თავად მიიღონ მონაწილეობა, ასევე გაიღონ ფინანსები და ხელი შეუწყონ რეგიონებში მათთვის საჭირო კადრების გადასამზადებლად. შეკრებილებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და კადრების შერჩევის პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ორგანიზებითა და იუსაიდის მხარდაჭერით გაიმართა