2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და დაზიანების შედეგად შეზღუდული სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება გაორმაგდა - აჭარის მთავრობა

08 აგვისტო 2023, 11:06 586 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ყოველწლიური ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაორმაგდა და 6000 ლარი შეადგინა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და პროგრამა ითვალისწინებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის ოჯახზე ყოველი წლის აგვისტოს თვეში მატერიალური დახმარების გაწევას. ასევე, მოიცავს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარების გაცემას დაღუპული/მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებზე.

ასევე განმარტავენ, რომ მომავალი წლიდან იგეგმება პროგრამის გაფართოება და ბენეფიციართა დამატება, კერძოდ პროგრამაში ჩაერთვებიან 2012 წლის შემდეგ ავღანეთის მისიაში დაღუპული ჯარისკაცების და შშმ სტატუსის მქონე მეომრების ოჯახები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი