საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აგრესორ და ოკუპანტ რუსეთს ომიდან 15 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.
„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ, მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.