2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მოსახლეობას შეხვდა. ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საზღვრისპირა მოსახლეობის ცხოვრების პირობები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.