მე-5 დღეა მაშველები შოვში დაკარგულებს ეძებენ, კიდევ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები. დილის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი, საიდანაც იდენტიფიცირებულია 14. ეს მონაცემები არ შეცვლილა გუშინ საღამოს შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. მარიამ ურუშაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას სტიქიის ზონიდან