ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის ქართულ ფინალში ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა

06 აგვისტო 2023, 19:57 487 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ქართულ ფინალში ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა.

ერთმანეთს ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო  ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

მოლოდინისამებრ ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი ბექაურმა გამარჯვება მოახერხა, რომელმაც გოლდენ სქორში 3 გაფრთხილების ხარჯზე აჯობა მაისურაძეს. მათ შორის პირად შეხვედრებშიც ანგარიში გათანაბრდა (2:2). ამგვარად, ბუდაპეშტის მასტერზე ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო მაისურაძემ ვერცხლი მოიპოვა.

ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონტის ფინალის გამეორება გახლდათ. თანამემამულეთა შერკინება თბილისში ბექაურის, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძის სასარგებლოდ დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში