ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მე-19 ტურის შეხვედრებით განახლდება.
გათამაშების ლიდერი „დინამო“ ბათუმი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.
ამ გუნდებს შორის ბოლოს გამართული 14 მატჩიდან 10-ჯერ "დინამომ" იმარჯვა,ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ამ დროისთვის ბათუმელები 42 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან, ხოლო „შუქურა“ 13 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
აჭარული დერბი „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. „გაგრა“ შინ წყალტუბოს „სამგურალთან“ ითამაშებს. ეს მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება