სამხედრო მოსამსახურეები დილიდან ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში - თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ შესაბამისი ბრძანება გამოიცა და პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.