გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა

04 აგვისტო 2023, 17:42 790 ნახვა

გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მასთან ერთად კლუბი ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

„დინამო თბილისი“ მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება შეძლო. ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 49 მატჩი ჩაატარა საიდანაც 29 მოიგო, 9 ფრე ითამაშა და 11 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ გიორგი ჭიაბრიშვილის თაოსნობით ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა, ხოლო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, მალტური „ჰამრუნის“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი