სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შოვში, სტიქიის ზონის მონახულების შემდეგ განაცხადა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
„მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და მიეხმარებიან მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი, 7 მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.