გორის „დილა“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, „დინამო“ და „ტორპედო“ გავარდნენ

04 აგვისტო 2023, 12:39 1231 ნახვა

გორის „დილამ“კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. „დილამ“ პოლონეთში გამართული პირველი შეხვედრა ბოლო წამებზე წააგო 1:2. თუმცა ანდრეი დემჩენკოს გუნდმა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უკრაინელებს სამი გოლი გაუტანა, მხოლოდ ერთი გაუშვა, ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. „დილას“ ფეხბურთელებიდან გოლები ოთარ ფარულავამ, მიკოლა კოვტალიუკმა და ტიერი გეილმა გაიტანეს. გორელთა მომდევნო მეტოქე კვიპროსული „აპოელი“ იქნება. გორის „დილას“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი პირველ მატჩს 10 აგვისტოს არა გორში, არამედ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება. „აქტობესთან“ გასვლითი მატჩი 2:1 მოიგო „ტორპედომ“, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისის „დინამო“მალტაში განცდილი 1:2 მარცხის შემდეგ საკუთარ არენაზეც დამარცხდა 0:1 და საქართველოს ჩემპიონი ევროტურნირებს დაემშვიდობა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი