საქართველოს მამაკაცთა ძალოსანთა ნაკრებმა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა

03 აგვისტო 2023, 18:41 1277 ნახვა

საქართველოს მამაკაცთა  ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე 23  წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს  ჩვენი ნაკრებიდან  თორნიკე ტაბატაძემ ოქროს, ხოლო  მიხეილ ადამიამ  ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.

ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 
ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო. 

ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით კი ქართველი ძალოსანი   კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ჩემპიონობა იზეიმა. 

რაც შეეხება მიხეილ ადამიას, ძალოსანმა ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალს  დაეუფლა. ადამიამ აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საბოლოდ თორნიკემ ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი