ამერიკის შეერთებულ შტატებში საკლუბო ტურნირის – ლიგების თასის პლეი ოფი დაიწყო. მეთექვსმეტედ ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ „ორლანდო სიტი“ დაამარცხა 3:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც „დალასს“ შეხვდება. სამიდან ორი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. მან მეშვიდე და 72-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.
არგენტინელმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა.