ბათუმში 26 მაისის 87 ნომერში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გველი იპოვეს. მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ქვეწარმავალი კორპუსში ისევ შეაღწევს, რადგან ტერიტორიაზე შეწამვლითი ღონიძიებები არ ტარდება.
ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ კორპუსების სადარბაზოები და სარდაფები მაისიდან თვეში ორჯერ სპეციალური ხსნარით მუშავდება.
სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, მხოლოდ სიტყვიერ განმარტებით შემოიფარგლნენ.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სადარბაზო მხოლოდ მას შედეგ შეწამლეს, რაც გველის ნახვის შემდეგ, შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.