სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი, - ამის შესახებ ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა.
პატრიარქმა მრევლს ილიაობა მიულოცა. ცნობისთვის, სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა.წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.