დრონებით თავდასხმა ოდესაზე

02 აგვისტო 2023, 14:00 890 ნახვა

რუსეთმა ღამით უკრაინაზე „კამიკაძე“ დრონებით შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 23 დრონი გაანადგურეს. დრონების უმეტესი ნაწილი უკრაინის ძალებმა კიევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.

კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი პოპკოვი აცხადებს, რომ დედაქალაქის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ყველა მათგანი განადგურებულია. რუსეთის მიერ ოდესის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებულმა იერიშმა სერიოზული ზიანი მიაყენა მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ცნობებით, დანგრეულია საპორტო ინფრასტრუქტურა და მარცვლეულის საცავები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი