ამერიკას შეატყობინეს, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვით, თუმცა "ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ გვინახავს", - თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა.
ელჩის თანახმად, თუ რუსეთს სურს, თავისი სასუქები გლობალურ ბაზრებზე გაიტანოს და ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმოცვლას, "ისინი უნდა დაუბრუნდნენ ამ მოლაპარაკებას".
ტომას-გრინფილდი დასძენს, რომ აშშ-მ "ნახა გარკვეული ნიშნები, რომ რუსები, შესაძლოა,მოლაპარაკებას დაუბრუნდნენ. თუმცა ელჩი დეტალებს არ აკონკრეტებს.